26 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
ხვალინდელ სესიაზე პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარეებს აირჩევენ

ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ხვალინდელ სესიაზე პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარეებს აირჩევენ. მისი თქმით, განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილი იქნება გივი მიქანაძე, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ - პაატა კვიჟინაძე.

„საპარლამენტო უმრავლესობამ იმსჯელა და ხვალ პარლამენტის წინაშე ასარჩევად განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ წარმოდგენილი იქნება გივი მიქანაძე, რომელიც აქამდე იკავებდა ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ პაატა კვიჟინაძე“, – განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები