საფინანსო სექტორი, მშენებლობა, ვაჭრობა, ტურიზმი - ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რამაც ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები გაზარდა. პოზიტიურ დინამიკაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი გააკეთა ინფლაციაზეც, რომელიც პიკური პერიოდის შემდეგ შემცირდა და მარტში 5.3 მეათედი პროცენტი შეადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ინფლაციის კლება ავტომატურად აისახება მოსახლეობაზე სურსათის, მედიკამენტების, საწვავის და სხვა მიმართულებით ფასების შემცირებაზე.
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზეც. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობის და სიღარიბის მაჩვენებელი.
პურის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პროცესზე, რაზეც პრემიერი საუბრობს, განცხადება გააკეთა სოფლის მეურნეობის მინისტრმაც. ოთარ შამუგია ასახელებს იმ მიმართულებებსაც, რამაც ეკონომიკური პარამეტრების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ეკონომიკური მაჩვენებლის პოზიტიურ დინამიკაზე საუბრობენ ექსპერტებიც. ანალიტიკოსების შეფასებით მონაცემები დამაიმედებელი პროგნოზის საფუძველია
მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე, პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს ანაკლიის პორტისა და ახალი აეროპორტის მშენებლობაზე.