ლაზარე გრიგორიადისი ისევ დუმილის უფლებას იყენებს - მას გლდანის ციხეში ადვოკატები ორი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ. არ არის გამორიცხული, პოლიციაზე ძალადობისთვის დაკავებულმა სასამართლო სხდომაზე შეცვალოს პირვანდელი ჩვენება, სადაც ის აღიარებს, რომ სამართალდამცველების მისამართით ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი და დაწვა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილიც.
7-8 მარტის აქციების მონაწილეს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფას და სახელმწიფო ქონების განადგურებას ედავებიან.ადვოკატმა უკვე გაასაჩივრა აღკვეთის ღონისძიება მეორე ინსტანციაში.
"ამ ეტაპზე, ისევ დუმილის უფლებას გამოვიყენებო. აქციაში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ უარყოფს. პირველივე სასამართლოზე მივცემ ჩვენებას, რა იყო რეალურადო. თუ მე ჩვენებას არ მივცემდიო და ეს უნდა ყოფილიყო აღიარებითი ჩვენებაო, მაგ შემთხვევაში ჩემს მეგობარ გიორგი ჯარიაშვილს დააკავებდნენო. ჩვენ ვკითხეთ, რომ არ ყოფილიყო ეს ულტიმატუმი, მისცემდი თუ არა იგივე ჩვენებასო, მან გვიპასუხა, რომ არ მისცემდა ჩვენებას,"- აცხადებს ლიკა ბითაძე.