26 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
კეზერაშვილი ამბობს, რომ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა პარტიების დეკლარაციებში კეზერაშვილის დაფინანსება არ ჩანს, მან პირდაპირ ისაუბრა პოლიტიკურ კორუფციაზე - არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკური კორუფცია - ასე აფასებს მმართველი გუნდი კეზერაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ის ცალკეულ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ორგანიზაციებს აფინანსებს.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებების შემდეგ, უმრავლესობა ამბობს, რომ პარტიები ვალდებულები არიან მიღებული თანხები ფინანსურ დეკლარაციებში ასახონ, რაც რეალურად არ ხდება.

"კეზერაშვილი გამოდის ტელევიზიით და ამბობს, რომ ის აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს. ჩავიხედოთ ამ ოპოზიციური პარტიების დეკლარაციებში, არსად კეზერაშვილის დაფინანსება არ ჩანს. შესაბამისად, ეს საკითხი საჭიროებს უფრო მეტ სიცხადეს, კეთილი ინებონ ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, გამოვიდნენ და პასუხი გასცენ იმას, რაც კეზერაშვილმა ისაუბრა. მან პირდაპირ ისაუბრა პოლიტიკურ კორუფციაზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების დეკლარაციაში არ არის ასახული, ეს ცდება და არღვევს იმ წესებს, რომელიც საქართველოს და ევროპული კანონმდებლობით არის დადგენილი პოლიტიკური პარტიების საქმიანობისთვის," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.
 

დღის ამბები