გვიან ღამით რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 4 დასახლებას ქვემეხებით ცეცხლი გაუხსნეს, დაფიქსირდა 20 აფეთქება. დაზიანდა ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, შეიარაღებულმა ძალებმა გასულ კვირას 4 000 რუსი ჯარისკაცი და მტრის 224 სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.
"რაინმეტალი" უკრაინული აღჭურვილობის სერვისს ცენტრს ხსნის რუმინეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს. კომპანია ბრძოლის დროს დაზიანებულ უკრაინულ აღჭურვილობას მოემსახურება.
"დაიჭირეთ სიკეთის მხარე არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც" - ეს მოწოდება გერმანიის მიმართ ევროკავშირის საკითხებში პოლონეთის მინისტრს ეკუთვნის. გერმანულ მედიასთან ინტერვიუში შიმონ შინკოვსკი ამბობს, რომ ვარშავისა და ბრატისლავის გადაწყვეტილება გადასცეს უკრაინას "მიგ-29"-ის გამანადგურებელი თვითმფრინავები მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სხვა ქვეყნებმა.