სერია A-ს 28-ე ტურში "ნაპოლის" საკუთარ მოედანზე მარცხის შემდეგ, მატჩის ბოლოს "მილანის" ფეხბურთელი რაფაელ ლეაო ხვიჩა კვარაცხელიასთან მივიდა და მაისურის გაცვლა სთხოვა. შემდეგ კი ინტერვიუში, "მილანის" ვარსკვლავმა ქართველ კვარაზე ისაუბრა:
"კვარას მაისური გავუცვალე, რადგან მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. ძალიან მომწინს რასაც ის მოედანზე აკეთებს. ვფიქრობ ერთმანეთს ვგავართ, უყვარს მოწინააღმდეგეზე წასვლა. შესანიშნავ სეზონს ატარებს" - აღნიშნა "მილანის" ფეხბურთელმა რაფაელ ლეაომ.
შეგახსენებთ, გუშინდელ მატჩში "ნაპოლი" "მილანთან" 0:4 დამარცხდა.