შვეიცარია- ქალაქი ციურიხი, ადგილი, სადაც ინტერდისციპლინური ფესტივალი "ხიდი – ციურიხი - თბილისი"დაიბადა - 2 წლის შემდეგ კი კულტურულმა კვირეულმა თბილისში გადმოინაცვლა, რათა ქართველმა მაყურებელმა შვეიცარიული მუსიკა, ხელოვნება და ფილმები გაიცნოს.
ფესტივალ "ხიდი-ციურიხი - თბილისს" საგამოფენო სივრცე Holoseum-იც შეუერთდა. სპეციალურად კვირეულისთვის ახალგაზრდა უცხოელმა ხელოვანებმა შვეიცარიელი მხატვრების ფერდინანდ ჰოდლერისა და პაულ კლეეს ნახატები გააციფრულეს, რომელსაც სამშობლოს საზღვრებს მიღმა პირველად ქართველ დამთვალიერებელს ფესტივალის ფარგლებში წარუდგენენ.
შვეიცარიული ფილმების რეტროსპექტივა ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 12 ერთმანეთისგან ჟანრობრივად განსხვავებული კლასიკური და თანამედროვე ფილმი. ჩვენებების შემდეგ კი რეჟისორებთან დისკუსიები გაიმართება.
არქიტექტურა, ხელოვნება მუსიკა და ლიტერატურული საღამო მწერალთა სახლში, ის ჩამონათვალია რომელსაც კულტურული კვირეული მოიცავს. ,,ხიდი- ციურიხი თბილისს" დედაქალაქი 10 აპრილის ჩათვლით უმასპინძლებს.