26 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
"მიხეილ სააკაშვილი ახორციელებს თვითდაზიანებას იმის იმედით, რომ ეს თვითდაზიანება გახდება მისი გათავისუფლების საფუძველი" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია იმის იმედით, რომ ეს მისი გათავისუფლების საფუძველი გახდება. 

ირაკლი კობახიძე სტრასბურში, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სარჩელის შეტანაზე საუბრობს და ამბობს, რომ სარჩელის შეტანას ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ წააგებენ. 

"ვივა მედში" არის აბსოლუტური ზრუნვა პატიმარ სააკაშვილზე, მიუხედავად იმისა, რომ ის არის უმძიმეს დანაშაულებში მხილებული და ამ ფონზე პატიმარი ახორციელებს თვითდაზიანებას იმის იმედით, რომ ეს თვითდაზიანება გახდება მისი გათავისუფლების საფუძველი. ასევე, გამაოგნებელია, რომ მისივე ოჯახი არის ჩართული ამ თვითდაზიანებაში, შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ ჩვენი მოწოდება სააკაშვილის ოჯახის მიმართ, შეუტანონ სათანადო კალორაჟის საკვები და მიიღოს პატიმარმა სათანადო კალორაჟის საკვები. რა თქმა უნდა, ასეთ დროს, როცა თვითდაზიანება ხორციელდება, ესეც არის ერთგვარი წნეხი მედ პერსონალზე.

თქვენ ნახეთ კადრებში, როგორია მედ პერსონალის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ და როგორია სააკაშვილის დამოკიდებულება მედ პერსონალის მიმართ. ეს არის ღირსებას მოკლებული დამოკიდებულება, როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდა სააკაშვილს ადამიანების მიმართ პრეზიდენტობის დროს, ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვს ახლა, როცა არის პატიმარი მედ პერსონალის მიმართ. ეს არის კატასტროფა. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი.

ვერ ბედავენ სტრასბურგში სარჩელის შეტანას, მიზეზი მარტივია, იციან რომ წააგებენ. რეალურად, ყველამ იცის, რომ პენიტენციური სისტემა, სამედიცინო დაწესებულება სათანადოდ მოქმედებენ საკუთარი პასუხისმგებლობის შესაბამისად, აქედან გამომდინარე, მათ სარჩელს ვერ ექნება პერსპექტივა და წაგების შიშით, ისინი ვერ მიდიან სტრასბურგში," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ავტორი: ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები