26 ნოემბერი 2024,   18:18
ვრცლად
საკითხის გაფორმება, რომ ეს გააკეთა ახალგაზრდამ, რომელსაც უყვარს როკენროლი, მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლება არ დაუშვებს "მოლოტოვის კოქტეილების" სროლას და კანონით გასცემს პასუხს - არჩილ თალაკვაძე

ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის საშუალებას არ მივცემთ - ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკენროლი, მნიშვნელობა არ აქვს, კანონს თუ არღვევს ვინმე, კანონშივეა გათვალისწინებული პასუხი და ამ პასუხს გასცემს ხელისუფლება - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმაარჩილ თალაკვაძემ 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ პირზე საუბრისას განაცხადა.

"რაც შეეხება დაკავებას და სამართალდამცავების მუშაობას, საქართველოში სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი პროტესტის უფლება დაცულია. მეორე მხრივ, ყველას უნდა ესმოდეს, ხელისუფლება არ დაუშვებს ინსტიტუციებზე ძალადობრივ შეტევას, "მოლოტოვის კოქტეილების" სროლას, თავდასხმას პოლიციელებზე და ძალადობრივ შეჭრას პარლამენტში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ახლო წარსულში. ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ და ხელისუფლება აქ ყოველთვის კანონის ზედმიწევნის დაცვით იმოქმედებს, ამიტომ ამ საკითხის გაფორმება, რომ ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკენროლი, მნიშვნელობა არ აქვს, კანონს თუ არღვევს ვინმე, კანონშივეა გათვალისწინებული პასუხი და ამ პასუხს გასცემს ხელისუფლება," - განაცხადა თალაკვაძემ.

დღის ამბები