26 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, დუმილის უფლებას იყენებს

21 წლის ლაზარე გრიგორიადისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მისი უფლებადამცველის განცხადებით,ლაზარე გრიგორიადისი დუმილის უფლებას იყენებს.

"თვითონ განმარტა და თქვა, რომ მე გადავწყვიტე დუმილის უფლება გამოვიყენოო. იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენებას ვაძლევდი ვიყავი ძალიან არეულიო და ამიტომ, თქვენთან კონსულტაციამდე დუმილის უფლებას შევინარჩუნებო. 48 საათში გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ,"- აცხადებს ლაზარე გრიგორიადისის ადვოაკტი ლიკა ბითაძე.

საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომს საქმეზე მოპოვებულია ვიდეოჩანაწერები, რომელიც მისივე განცხადებით, ადასტურებს ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. 

პროკურორი თამარ იაკობიძე ასევე აცხადებს, რომ ბრალდებული ადასტურებს ფაქტს, რომ მისი მხრიდან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტი. ასევე, ადასტურებს, პოლიციის ბალანსზე არსებული ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტს. 

მას ბრალი პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება - ახალგაზრდა მარტის აქციების მონაწილეა.

უკვე არსებული ჩვენება "კურიერმა" მოიპოვა - დაკავებული ყვება რომ ორჯერ ისროლა ე.წ.ლი მოლოტოვის კოქტეილი, ასევე დაწვა სამართალდამცველების კუთვნილი ავტომობილი. ჩვენებაში ის აღიარებს კიდევ ერთი ავტომობილის დაწვას,რომელზეც ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვს. სასამართლო სხდომის პარალელურად გაიმართა აქცია, ადგილზე მივიდა რამდენიმე პოლიტიკოსიც.

დღის ამბები