"ჩვენ არ დავტოვებთ რუსეთის კვალს ჩვენს მიწაზე და არც მტერს დაუსჯელს" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისინი ემზადებიან აქტიური მოქმედებებისთვის, რომლებიც გამარჯვებასთან მიაახლოვებთ.
"ოთხასი დღე, სრულმასშტაბიანი აგრესიისგან ჩვენი თავდაცვის მე-400 დღე. რაც ჩვენ გავიარეთ, ეს კოლოსალური გზაა - უკრაინამ საზარელი დღეები გაიარა თებერვალში. გადავიტანეთ ეს ზამთარიც, ვემზადებით ჩვენს გამარჯვებასთან მისაახლოებლად.
ჩვენ არ დავტოვებთ რუსეთის არცერთ კვალს ჩვენს მიწაზე და არცერთ მტერს დაუსჯელს არ დავტოვებთ. ამის შესახებ სიახლეებს ვამზადებთ.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო მალე დადგეს დღე, როცა მადლობას მოგახსენებთ ჩვენი გამარჯვებისთვის," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.