69 წლის პედაგოგმა მოსწავლეს ხელი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა, ძალადობის ამსახველი ფაქტი ერთ-ერთმა მოსწავლემ გადაიღო, შემდეგ კი, სოციალურ ქსელში ატვირთა. სწორედ ამ გზით შეიტყო სკოლის ადმინისტრაციამ მომხდარის შესახებ. საკითხის შესწავლა დისციპლინურმა საბჭომ დაიწყო. დირექტორმა სკოლის პედაგოგი საბჭოს რეკომენდაციით გაათავისუფლა.
მოსწავლის ცემაში დადანაშაულებული პენსიონერი პედაგოგი, სკოლაში რამდენიმე ათეული წელია გეოგრაფიას ასწავლის. 69 წლის ლეილა მეტრეველი მომხდარზე მედიასთან არ საუბრობს. კომენტარს არც მოზარდის ოჯახი აკეთებს.
ძალადობას ემიჯნებიან სკოლის სხვა პედაგოგები. მასწავლებლები მსგავს ფაქტს "კურიერთან" ვერ იხსენებენ. ლეილა მეტრეველს და მის საგანმანათლებლო საქმიანობას კი, დადებითად აფასებენ.
მომხდარით გამოძიებაც დაინტერესდა. ბავშვის ცემის ფაქტზე კი, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.