კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. შეხვედრა გაიმართა რუსთავის მერიის, "სემეკსა" და კომპანია "რუსთავის წყალს" შორის, სადაც დეტალურად განიხილეს უკვე შესრულებული და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ხუთ ქუჩასა და ორ მთავარ მოედანზე სამუშაოები უკვე განხორციელდა. აქტიურად მიმდინარეობს სათავე ნაგებობაზე, მდინარე ხრამის სამუშაოების ბოლო ფაზა. კომპანია, პროექტში ჯამში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას დებს.