ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერების მიზნით ახალ პროექტზე მუშაობს.
საპილოტე პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ორსულთა და 5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგია.
მომზადდება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ჯანდაცვის მინისტრი დედათა და ბავშვთა საკითხებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს უფროს მრჩეველს შეხვდა.