26 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
Amnesty International-ის ანგარიში დასავლეთის "ორმაგ სტანდარტებს" გმობს - "ევრონიუსი"

"ამნესთი ინთერნეიშენელის" ანგარიში დასავლეთის "ორმაგ სტანდარტებს" გმობს - ამ სათაურით ვრცელ სტატიას ევრონიუსი აქვეყნებს. 

სტატიაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია დასავლეთის სავარაუდო "რასისტულ ორმაგ სტანდარტებზე" ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა ორგანიზაციას მაგალითად მოჰყავს უკრაინელები და მათ სირიელ და ავღანელ ლტოლვილებს ადარებს რომელთაც იგივე პირობები არ შესთავაზეს, როდესაც თავიანთ ქვეყანაში კონფლიქტებს გაექცნენ. სტატია დასკვნას  "ამნესთი ინთერნეიშენელის" კვლევისა და პოლიტიკის უფროსი მრჩევლის ფილიპ ლუთერის განცხადებაზე დაყრდნობით აკეთებს. 

ლუთერი ასევე იხსენებს ჰაიტელ თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჩასული ათი ათასობით უკრაინელისგან განსხვავებით დამამცირებელ და არასათანადო მოპყრობას განიცდიან.

ევრონიუსის ინფორმაციით, ორგანიზაცია საუბრობს რუსეთის წინააღმდეგ გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის შეუსაბამობაზე და მაგალითად მოჰყავს ევროპის სახელმწიფოები რომლებმაც ორმაგი სტანდარტები გამოიჩინეს რუსეთის კრიტიკის დროს, როცა პარალელურად ბატონობდნენ მძიმე დარღვევებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: საუდის არაბეთი, ეგვიპტე და ისრაელი. 

დღის ამბები