26 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
სტიქიას აჭარაში 1 ადამიანი ემსხვერპლა, 1 ადამიანი კი საავადმყოფოშია მოთავსებული

სტიქია აჭარაში - არის მსხვერპლი. ძლიერმა ქარმა ქობულეთში ხე მოგლიჯა, რომელიც მოძრავ მანქანას დაეცა. 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა; ჩაქვში კი მაშველებმა ძლიერი ქარის შედეგად დანგრეული სახლიდან ასაკოვანი ქალი გამოიყვანეს - ის საავადმყოფოშია.

გასული ღამის შედეგია ასევე შენობების ახდილი სახურავები, დაზიანებული ელექტროსადენები და მანქანები.

"დაზიანებულია როგორც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები, ასევე, კერძო სახლების სახურავები. ხის წაქცევის შედეგად დაზიანებულია "ენერგო პროს" გადამცემი ბოძები და განათების ბოძები.

დღის განმავლობაში დავიწყებთ განცხადებების მიღებას, რომელიც განხილული იქნება და ყველა ჩვენი თანამოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დახმარებით," - ამბობენ ადგილობრივ ხელისუფლებაში. 

 

დღის ამბები