26 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
29 მარტს , თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ "თელასი" ავრცელებს. 

იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი: 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, ნათია ბაშალეიშვილის, იმედაშვილის, ალეკო შენგელიას, გუნიას და დარიალის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), შარტავას (ნაწილობრივ), გოთუას და ქვემო ვეძისის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე სოლომონის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), თემქა-ავშნიანის დასახლების, ქსნის, გაფრინდაშვილის, ფეიქართა და ჭყონდიდელის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), აბასთუმნის, ფიროსმანის და ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის დასახლების, ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის, ცერცვაძის, მაისურაძის და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-2 დასახლების II ქყჩის, ვარკეთილი-3 (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, ბერიაშვილის, გახოკიძის, კაკლიანის და დამპალოს ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ლეხ კაჩინსკის, კასპის, ივერიელის, აწყურის და 300 არაგველების ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მეტროსადგურ „ისანი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, წინანდლის, ყვარლის, საინგილოს, ჯორჯ ბუშის, უშაკოვის, გვენცაძის, გუჯარეთის, საბანაკოს, რატილის, ამირეჯიბის, გეზეთის, თოლენჯის, ტვიშის, ქვის სახლის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ლობჟანიძის, საექიმოს, ჭრელაშვილის და ნავთლუღის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები