ყველაზე დაძაბული წუთები ახლა ბათუმი არენაზეა, რომლისკენაც ახლა მთელი საქართველოს ყურადღებაა მიმართული - საქართველოს ეროვნული ნაკრები ნორვეგიას ხვდება. დარჩენილია ბოლო წუთები ტაბლოზე კი ანგარიში 1:1-ია.
პირველ ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ერთით ნული დათმო, თუმცა თამაშის მეორე ნახევარში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
ქართველი ფეხბურთელები მათთვის უხერხულ მეტოქეს ბოლოს 24 წლის წინ შეხვდნენ, ჩვენს ნაკრებს სკანდინავიელებთან სამი მარცხი აქვს განცდილი. ერთი ამხანაგურ შეხვედრაზე, ხოლო ორი ევრო საკვალიფიკაციო ეტაპზე. "მარტივად დასამარცხებელი არავისთვის ვიქნებით, დროა ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ" - ასეთი იყო საქართველო ნაკრების განაცხადი ნორვეგიელებთან მეოთხე მატჩის წინ.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი