26 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
თეატრალური საზოგადოების უმაღლესი ჯილდო - 44 წლის ასაკში, პაატა გულიაშვილს აკაკი ხორავას სახელობის პრემია მიენიჭა

პაატა გულიაშვილი პირველი მსახიობია, რომელსაც 44 წლის ასაკში, აკაკი ხორავას სახელობის პრემია მიენიჭა. ხელოვანთა პროფესიული დაჯილდოების ცერემონიალზე წარმატება, უილიამ შექსპირის "ვენეციელ ვაჭარში” - შეილოკის პერსონაჟის შესრულებით მოიპოვა.

ამავე სპექტაკლში, მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ორი თვის წინ "თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრის" გამარჯვებულიც გახდა. რუსთაველისა და თელავის თეატრის მსახიობი მაყურებელმა კომიკური პერსონაჟებით შეიყვარა, თუმცა ”ვენეციელ ვაჭარში” პაატა გულიაშვილმა სრულიად სხვა ხასიათის - ტრაგიკული როლი მოირგო, რამაც არაერთი წარმატება მოუტანა.

თეატრალური საზოგადოების უმაღლესი ჯილდო - პაატა გულიაშვილს თელავის თეატრის დიდ სცენაზე გიორგი გეგეჩკორმა გადასცა.

თელავის თეატრში დაჯილდოება, სპექტაკლის პრემიერის შემდეგ გაიმართა. მაყურებელმა თამაზ ჭილაძის ნაწარმოები, - "ლიბიდო" ნახა, რომელზეც რეჟისორმა გოგი ჩაკვეტაძემ იმუშავა. დღეიდან კომედიას მაყურებელი თელავის აფიშაზე მუდმივად იხილავს.

დღის ბოლოს თელავის თეატრის წინ მსახიობ ნონა ხუმარაშვილის ვარსკვლავი საზეიმო გახსნა. ამ ღონისძიებასთან ერთად სპექტაკლის პრემიერა და პაატა გულიაშვილისთვის უმაღლესი ჯილდოს მინიჭება - თეატრის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.

დღის ამბები