26 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
ექიმების პროტესტის მესამე დღეს, თანამდებობები ერთმანეთის მიყოლებით რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ორმა მოადგილემ დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თანამდებობა და სამსახური ერთად დატოვა . ვლადი პაპავა რესპუბლიკურ საავადმყოფოში დირექტორის მოადგილის პოსტსაც იკავებდა . კურიერთან სატელეფონო ინტერვიუში ექიმი წასვლის მიზეზად კლინიკაში ბოლო პერიოდში შექმნილ მდგომარეობას ასახელებს .

პაპავასთან ერთად, სამსახურიდან წასვლის გაწყვეტილებს დირექტორის კიდევ ერთმა მოადგილემ შორენა კიწმარიშვილმაც მიიღო რესპუბლიკურ საავადმყოფოში ,ექიმების პროტესტი უკვე მესამე დღეა გრძელდება.

მედიკოსების საინიციატივო ჯგუფმა ერთობლივი მორიგი განცხადება შეიმუშავა და დღეს უკვე სამედიცინო ჰოლდინგს გამოუცხადა უნდობლობა. უცვლელია მოთხოვნებიც : თანამდებობა დატოვოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაზა ავალიანმა და კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად იმავე შენობაში მუშაობის გაგრძელების საშუალება ჰქონდეთ მედიკოსებს უკვე რამდენჯერმე უპასუხეს ჯანდაცვის სამინისტროდან. ზურაბ აზარაშვილი ამბობს რომ რეაბილიტაციის პარალელურად იმავე შენობაში მუშაობა შეუძლებელია.

მინისტრი მედპერსონალს სხვა კლინიკებში გადაყვანას და ხელფასით უზრუნველყოფას ჰპირდება.რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები კი ფიქრობენ რომ ამ რაოდენობის თანამშრომლების დასაქმებას სამინისტრო ვერ მოახერხებს ჯანდაცვის უწყებამ ექიმებს დრეს კიდევ ერთხელ უპასუხა.

ილია ღუდუშაური ამბობს,რომ რეაბილიტაციის შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება,ჯანდაცვის მინისტრი , კლინიკის ახალ კონცეფციას მომდევნო კვირას მედ პერსონალს თავად წარუდგენს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე პროცესებს მთავრობის მეთაური გამოეხმაურა. პრემიერი სამედიცინო პერსონალის მღელვარების საფუძველს ვერ ხედავს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების გავრცელებას მიზანმიმართული ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა უწოდა . პრემიერმა თქვა, რომ კლინიკის არცერთ თანამშრომელს სამსახურის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები