26 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
მასშტაბური გაფიცვის მე-10 დღე საფრანგეთში - მთელი ქვეყნის მასშტაბით პროფკავშირებმა 240-მდე აქცია დააანონსა

მასშტაბური გაფიცვის მე-10 დღე საფრანგეთში. დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით პროფკავშირებმა 240-მდე აქცია დააანონსა.

ამ წუთებში, მოქალაქეები იკრიბებიან დედაქალაქის ქუჩებში. დილიდან გადაკეტილია რამდენიმე ქალაქის საავტომობილო გზები.

გაფიცულები არიან სატრანსპორტო, საავიაციო და ენერგეტიკის სექტორის თანამშრომლები. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ქალაქ ნანტში.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღევანდელი აქციებზე, სიტუაციას 13 ათასი სამართალდამცავი გააკონტროლებს.

დღის ამბები