26 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები და არ წაახალისონ ის თვითდაზიანება, რომელსაც ახორციელებს მიხეილ სააკაშვილი-ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ურთიერთბრალდებების მიზეზია. სააკაშვილის გარემოცვა ფიქრობს, რომ კლინიკა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს.

”ქართულ ოცნებაში” კი ფიქრობენ რომ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია და პასუხისმგებლობა თავად მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტზეა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის მიზანია წონაში კლება. 

"მისი მიზანია, რომ დაიკლოს წონაში და ამიტომ შეაქვთ მისი ოჯახის წევრებს დაბალი კალორაჟის საკვები, ეს არის კატასტროფა.

მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები და არ წაახალისონ ის თვითდაზიანება, რომელსაც ახორციელებს მიხეილ სააკაშვილი. თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი

ვერ ბედავენ სარჩელის სტრასბურგში გაგზავნას. სტრასბურგის სასამართლომ არაერთხელ გაამტყუნა სააკაშვილი, მისი რეჟიმი დანაშაულებში. მათ შორის, ერთ-ერთია დანაშაული, რომლისთვისაც ის იხდის დღეს სასჯელს. მეორე მხრივ, როდესაც „ნაციონალები“ უჩიოდნენ ხოლმე მოქმედ ხელისუფლებას, ისინი ასევე აგებდნენ ხოლმე სტანდარტულად საქმეებს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ სააკაშვილი და მისი ადვოკატები ვერ ბედავენ სტრასბურგში ამ სარჩელის წაღებას,"- აცხადებს კობახიძე. 

დღის ამბები