"პოს ტვ"-ში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დასაგმობია გარკვეული მოვლენების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა.
"ქალთა მიმართ ძალადობა, რა თქმა უნდა, დასაგმობია. ასევე, რა თქმა უნდა, დასაგმობია, ნებისმიერი მცდელობა ვიღაცამ რაღაც მოვლენა გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისთვის. როდესაც ხდება ხოლმე გარკვეული თემების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, მერე ხდება ხოლმე იმის იდენტიფიცირება, რომ კეზერაშვილის ცოლის ძმა ყოფილა დაკავშირებული იმ ადამიანთან, რომელიც აგორებს ამ კამპანიას და ა.შ. ეს არის მიუღებელი. კეზერაშვილმა და მისმა ცოლის ძმამ მიხედონ თავის დანაშაულებს," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.