26 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
"500 აქტივისტთან 10 და 15 აქტივისტს რომ უშვებ, ესე იგი, პროვოკაციის მიზანი თავშივე ჩანს" - მამუკა მდინარაძე ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე

ბათუმში მომხდარ დაპირისპირება, სადაც "ქართული ოცნების" კონფერენცია ტარდებოდა, მმართველი გუნდის წევრებმა შეაფასეს. "ქართული ოცნება" პროვოკაციაზე საუბრობს. მათი განცხადებით, თავშივე გამოჩნდა, რომ მიზანი პროვოკაცია იყო. 

"წარმოიდგინეთ ახლა ნაცმოძრაობის რაიონულ შეკრებაზე, კონფერენციაზე ქართული ოცნების აქტივისტები რომ მივიდნენ, პროვოკაციის რა ხარისხთან გვაქვს საქმე? მე მაქვს ინფორმაცია, რომ 20-მდე ადამიანი იყო მობილიზებული და შემდეგ ეს ადამიანები გაიქცნენ, რამდენიმე დარჩა და ამ რამდენიმესთან იყო შეხლა-შემოხლა. დეტალები არ ვიცი, ნამდვილად, მაგრამ პროვოკაცია რომ არის მარტივი, ხომ იცით? 500 ადამიანი რომ არის პარტიული აქტივი მობილიზებული და იქ რომ ლიდერები არ ჩნდებიან და 10-20 კაცს მიუშვებ, ამ ადამიანს ხომ სერიოზული პროვოკაციისთვის წირავ? რატომ აკეთებენ ამას? ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებ  ჩვენს მომხრეებს, რომ არანაირ პროვოკაციას არ წამოეგონ, მაგრამ 500 აქტივისტთან 10 და 15 აქტივისტს რომ უშვებ, ესე იგი, პროვოკაციის მიზანი თავშივე ჩანს. შემდეგ 15-დან 10 გარბის და 5 რჩება, როგორც მითხრეს ქალები დატოვეს და ასეთ საშინელებებს აკეთებენ და პროვოკატორები არიან ბუნებით," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე. 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე როდესაც იმართება გარკვეული აქცია, ყველას აქვს კონტრაქციის გამართვის საშუალება. 

"მე რაც ვიცი, დაახლოებით ნაცმოძრაობის 10 აქტივისტი იყო მოსული. როდესაც მოდის ხოლმე ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, ისინი მეორე მხარეს გადადიან ქუჩაზე და ეს არის ყოველთვის სტანდარტული მოვლენა. როდესაც იმართება გარკვეული აქცია, ყველას აქვს კონტრაქციის გამართვის საშუალება. ეს არის და ეს. კონტრაქციის გამართვა ყველას შეუძლია," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეხვედრის დაწყებამდე ადგილზე მივიდნენ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრები. ერთ-ერთმა მათგანმა ქართული ოცნების წევრს ხელი გაარტყა, რასაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მოწყობილ პროვოკაციაზე საუბრობს. შეგახსენებთ "ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიული კონფერენციის გამართვას გეგმავს, რომელიც ბათუმიდან იწყება.

დღის ამბები