26 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
"თათია მოვინახულე გუშინ, იმიტომ რომ ჩემი მხრიდან ეს იყო ჟესტი თანადგომის, მათ შორის ფიზიკური თანადგომის" - ანა ნაცვლიშვილი

"პოს ტვ"-ში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მან თათია სამხარაძე პირადად მოინახულა და თანადგომას უცხადებს მას.

"თათიას რაც შეეხება, მოვინახულე გუშინ, იმიტომ რომ ჩემი მხრიდან ეს იყო ჟესტი თანადგომის, მათ შორის ფიზიკური თანადგომის და იქ ყოფნის, სადაც ყველაზე მწვავედ დგას უფლებების საკითხი და ყველა ქალის მიმართ გზავნილი, რომ სადამდეც შემეძლება და როგორც შემეძლება, ვიქნები მათ გვერდით, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება მეორე მხარეს," - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები