ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში, განაცხადა ყველა მეთაურს რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე, უკრაინელ ხალხზე თითოეული დარტყმისთვის, არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას, არამედ 2014 წლიდან მოყოლებული.
უკრაინის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი სადგურს მსოფლიოს რადიაციული შანტაჟისთვის დღემდე იყენებს.
"ყველა მეთაურს ესმის, რომ მტერმა პასუხი უნდა აგოს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, ჩვენს ხალხზე თითოეული დარტყმისთვის; არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას, არამედ 2014 წლიდან მოყოლებული.
დღეს ზაპორიჟიაში მოვინახულე ის ადგილი, სადაც რუსული რაკეტები საცხოვრებელ შენობებს მოხვდა.
რა თქმა უნდა, ამ დარტყმისთვის რუსეთი პასუხს აგებს. სწორედ ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ საერთაშორისო მართლმსაჯულებასთან, ვმოქმედებთ მსოფლიოს მობილიზებისთვის, რათა რუსეთის აგრესიაზე სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნას. ეს ყველაფერი მოხდება. ტერორისტები დაისჯებიან," - აცხადებს პრეზიდენტი.