26 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში წიწაკის სპრეი გაუშვეს - როგორია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ის, რასაც აქციების დასაშლელად, ან, უკიდურეს შემთხვევაში, თავდაცვის მიზნით იყენებენ, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ თანაკლასელების წინააღმდეგ გამოიყენა. წიწაკის სპრეი ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის მეშვიდე კლასელმა, საკლასო ოთახში გაუშვა, შედეგად, 15 თანაკლასელი კლინიკაში მოხვდა. მანამდე კი სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა, წიწაკის პრესის სუნი იმდენად მძაფრად იგრძნობოდა, რომ დირექციამ საპატრულო პოლიციაც გამოიძახა.

თხუთმეტივე მოწაფე თავს ახლა კარგად გრძნობს, საავადმყოფოში შეყვანისას კი ყველა მათგანს თავის ძლიერი ტკივილი, უჰაერობა და ხველა აღენიშნებოდა. პასუხი კითხვაზე, როგორ მოხვდა წიწაკის სპრეი მეშვიდე კლასელის ხელში, ან როგორ შეიტანა მოწაფემ ის სკოლაში, ჯერჯერობით, არავის აქვს. პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, უკვე გამოკითხულია დირექცია და არასრულწლოვანებიც. განათლების უწყება კი, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე გამოძიების დასრულებამდე არ საუბრობს.

ვინ გამოიყენა მომწამვლელი ნივთიერება სასწავლო დაწესებულებაში ამას გამოძიება დაადგენს. არაოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. წიწაკის სპრეი, საკლასო ოთახში, ერთ-ერთმა მოსწავლემ გაუშვა. შემთხვევის ადგილას, პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. გამოიკითხნენ არასრულწლოვანები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

სასწავლო დაწესებულებაში მომხდარ ფაქტს სწავლობს განათლების სამინისტროც. კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე, გამოძიების დასრულებამდე არ საუბრობენ.

ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილ პაციენტები ამ დრომდე ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბათუმის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტზე, გამოძიება დაიწყო .

დღის ამბები