26 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ხმაურიანი შეკრება - მედიკოსები კლინიკის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ, რას ჰპირდება მათ პრემიერ-მინისტრი

საავადმყოფო, რომლის ისტორიაც ნახევარ საუკუნეს ითვლის, ამორტიზებულია. დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე უფუნქციოდ დარჩენილი დერეფნებიც მეტყველებს. კლინიკის ძველ შენობას მალე ახალი ამბულატორია შეცვლის. თანამედროვე სტანდარტებს მორგებული სამედიცინო დაწესებულება 500 საწოლზე იქნება გათვლილი.

რესპუბულიკური საავადმყოფოს განახლების მოლოდინშია მედ-პერსონალი, თუმცა საკუთარი პირობებით. კლინიკაში დასაქმებულები გარანტირებულ სამსახურს ითხოვენ. მათი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოების მიუხედავად, საავადმყოფომ მუშაობა არ უნდა შეაჩეროს და მათაც სამსახური ადგილზე უნდა შეუნარჩუნდეთ.

მედიკოსების მოთხოვნას მალევე უპასუხა ადრესატმა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კლინიკის ნაწილის დემონტაჟი სასწრაფოდ უნდა დაიწყოს,რა დროსაც საავადმყოფოში სამედიცინო სერვისების განხორციელება შეუძლებელი იქნება. ზურაბ აზარაშვილი მედპერსონალს ჰპირდება, რომ რეაბილიტაციის პროცესში, მათ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილებენ.

საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მიზანმიმართული ტყუილი- ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო მიმდინარე პროცესებს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულ მედპერსონალს მღელვარების საფუძველი არ აქვს რადგან კლინიკის არცერთ თანამშრომელს სამსახურის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება.

ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის გეგმას მომდევნო დღეებში წარადგენს.

 მედ-პერსონალი, თუმცა საკუთარი პირობებით. კლინიკაში დასაქმებულები გარანტირებულ სამსახურს ითხოვენ. მათი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოების მიუხედავად, საავადმყოფომ მუშაობა არ უნდა შეაჩეროს და მათაც სამსახური ადგილზე უნდა შეუნარჩუნდეთ.

დღის ამბები