"ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. როგორც პარტიაში ამბობენ, პატიმრის მდგომარეობა მძიმეა.
"ამ ხაზის გატარება, რომ თვითონ პაციენტის ან ოჯახის ბრალი არის ის, რა მდგომარეობაშიც არის მიხეილ სააკაშვილი, ეს არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, რასაც აკეთებს ხელისუფლება და კლინიკა.
პასუხისმგებლობა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პირდაპირ ეკისრება კლინიკა "ვივამედს" და საქართველოს ხელისუფლებას," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრმა ანა წითლიძემ.