26 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
აჯილდოებენ სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევ სააკაშვილს, სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს - თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ნორვეგიაში, მიხეილ სააკაშვილის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლისთვის დაჯილდოვებას, სამარცხვინოს უწოდებს. 

წულუკიანი ექპსრეზიდენტს კრიმინალს და სადისტს უწოდებს და ამბობს, რომ სამწუხაროა, როცა ხშირად სიცრუეს სიმართლედ ასაღებენ:

"კრიმინალს, სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევს, რომლის საქმიანობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გაუჩერებლად გამოაქვს და გამოაქვს გადაწყვეტილებები, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ სააკაშვილის დროს მისი ხელშეწყობით, მონაწილეობით, ხშირად მისი გადაწყვეტილებების საფუძველზე სისტემური დანაშაულები ხდებოდა, ნორვეგიის ერთ-ერთი პარტია აჯილდოებს იმისთვის, რისი საწინააღმდეგო ქმედებითაც იყო ცნობილი ჩვენს ერსა და ხალხში. არც ვიცით ხოლმე, რა უნდა ვთქვათ, როდესაც სიცრუეს ასაღებენ სიმართლედ და კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს. ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა" - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი 25 მარტს გადაეცა.

დღის ამბები