"დედამიწის საათის" აღნიშვნის კამპანიის ფარგლებში, ერთი საათის განმავლობაში ჩაბნელდა თბილისის ანძა, მშვიდობის ხიდი და სამების საკათედრო ტაძარი.
საღამოს ცხრის ნახევრიდან, ელექტრო ენერგია გამოირთო, ისტორიულ და საჯარო ორგანიზაციების შენობებზე. 2023 წელს, "დედამიწის საათი" კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებაზეა ორიენტირებული.