26 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
"ბაია გალერეა", ალექსანდრე ვარვარიძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

"უსასრულობის კიდე" - ბაია გალერეა, ალექსანდრე ვარვარიძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია 20 კომპოზიცია. მისი ნახვა კი შვიდ აპრილამდეა შესაძლებელი.

"ეს არის ტილოზე, ზეთში შესრულებული ნახატები, რომელსაც აბსტრაქციის საოცარი სული აქვს. აბსტრაქცია ტრიალებს აქ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ აბსტრაქციაში არ არის გამოკვეთილი სხვადასხვა ფორმები, ხაზები, რაც არა მხოლოდ მისი თაობისთვის, არამედ ნებისმიერი თაობის მხატვრისთვის ძალიან საინტერესოა", - განაცხადა ნანა ცინცაძემ.

მხატვარ ანა მაღლაკელიძის განცხადებით, დღევანდელი გამოფენა ძალიან ფერადოვანი და რომანტიკულია.

"ვფიქრობ, დღევანდელი დღე ძალიან რომანტიკულია, ძალიან ფერადოვანია და ვფიქრობ ისიამოვნა როგორც ავტორმა, ასევე დამთვალიერებელმაც", - განაცხადა მხატვარმა ანა მაღლაკელიძემ.

დღის ამბები