26 ნოემბერი 2024,   18:16
ვრცლად
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნიუ-იორკში გამართულ გაეროს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნიუ-იორკში გამართულ გაეროს 2023 წლის წყლის რესურსების კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.

ირაკლი ქარსელაძემ კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა წყლის რესურსების ხელმისაწვდომობის მიმართულებით ქვეყნის მიღწევები და ის გეგმა, რომლის განხორციელებაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული ქვეყნის განვითარების "ხედვა 2030-ის" ფარგლებში უკვე მიმდინარეობს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანაა 2025 წელს ქვეყნის ყველა ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო 2030 წელს, ქვეყნის სრული მოსახლეობა სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებითა და წყალარინებით იყოს უზრუნველყოფილი.

 

დღის ამბები