განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი დანაშაულს აღიარებს, თუმცა განმარტავს, რომ ის თავს იცავდა. საუბარია მუხიანში მომხდარ მკვლელობაზე, რა დროსაც ადგილობრივებმა ლიფტში დასახიჩრებული მეზობლის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილს 50-ზე მეტი ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. დაკავებულმა სასამართლოზე სიტყვის უფლებით ისარგებლა. მოსამართლემ ბრალდებულს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმე არსებით განხილვაზე გადადის.