წლის პირველ სანაკრებო მატჩამდე ცოტა დრო რჩება - საქართველოს ნაკრები ბათუმშია, სადაც დღეს მონღოლეთთან ტესტ-მატჩს გამართავს. სამშაბათს, 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ნორვეგიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩით დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ მონღოლეთი ევროპული ნაკრების წინააღმდეგ, ისტორიაში პირველად ითამაშებს. მონღოლეთთან ამხანაგური მატჩის წინ, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.