"ექსპო ჯორჯიაში" სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე ფოტოგამოფენა მოეწყო.
დაჯილდოებაზე მონაწილეობა მიიღეს პედაგოგებმა საქართველოს ყველა რეგიონიდან. აქცენტი სამოქალაქო განათლების მნიშვნელობაზე და პედაგოგთა წვლილზე გაკეთდა. დაჯილდოების ცერემონიას აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანიც ესწრებოდა.