მასშტაბური საპროტესტო აქციები საფრანგეთში - ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოსულმა დემონსტრანტებმა, ქალაქ ბორდოს მერიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
ქუჩაში გამოსული მოქალაქეები წვავენ მანქანებს, ნაგვის ურნებსა და საბურავებს.
პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ დღეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი რამდენჯერმე გამოიყენა. დაკავებულია აქციის ათობით მონაწილე. საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, საფრანგეთის ქალაქებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა.
დემონსტრანტები საპენსიო ასაკის 2 წლით გაზრდას აპროტესტებენ.
დემონსტრაციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, საფრანგეთში გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ მესამემ მოგზაურობა გადადო.