26 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
კელი დეგნანმა ახალქალაქში "ამერიკის თარო" გაიხსნა

ახალქალაქის #3 საჯარო სკოლაში "ამერიკის თარო" გაიხსნა. სივრცე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ადგილობრივებთან ერთად გახსნა.

კელი დეგნანის განცხადებით, ახალქალაქის ამერიკული თარო საქართველოს მასშტაბით მე-17 სივრცეა, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ განივითარონ ინგლისური ენა, ჩაერთონ სხვადასხვა ღონისძიებებში და გაიუმჯობესონ უნარები.

ამერიკული სივრცით სარგებლობას ახალქალაქის ყველა სკოლისა და ნებისმიერი ასაკის მოსწავლე შეძლებს.

დღის ამბები