26 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, იყო სანქცირებული საქონლის არასწორი ტრანზაქციის შემთხვევები, თუმცა ისინი უკან გაბრუნდა

პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი, ფინანსთა მინისტრის პარლამენტში ყოფნისას დაინტერესდა, არის თუ არა გამოვლენილი სანქციებისთვის გვერდის ავლის შემთხვევები და რეაგირებისთვის რა ზომებია მიღებული.

"სანქციების რეჟიმის დარღვევაზე თქვენთან მხოლოდ ოპოზიციას არა აქვს პრეტენზიები - პრეტენზიები აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. არაერთხელ გაგაფრთხილეს, რომ სრულიად პრიორიტეტულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების რეჟიმის დაცვა უზრუნველყოს,"- განაცხადა პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა. 

ლაშა ხუციშვილმა კი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ იყო 1000-ზე მეტი შემთხვევაა, როდესაც დაფიქსირდა სანქცირებული საქონლის არასწორი ტრანზაქცია და 1000-ზე მეტ შემთხვევაში სანქცირებული საქონელი გაბრუნდა.  

ფინანსთა მინისტრი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მანამდე ლაშა ხუციშვილი კანონმდებლების წინაშე მოხსენებით წარსდგა და გასული წლის ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა.

 

დღის ამბები