ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, სისტემატურად ასაღებდა 20-ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს - საერთო ჯამში გამოყენებული იყო 3 700 ლარის ყალბი ფული.
დაკავებულს 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.