26 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
წნეხი იყო თითოეულ დეპუტატზე, ყველანაირად მიუდგნენ, რომ დაებულინგებინათ - შალვა პაპუაშვილი

წნეხი იყო თითოეულ დეპუტატზე, მათ ოჯახის წევრებზე, მეუღლეებზე, მცირეწლოვან ბავშვებზე, ყველაზე აბსოლუტურად, ყველა მხრიდან მიუდგნენ ადამიანებს, რომ დაებულინგებინათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ღამის კურიერის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით ნებისმიერ სიახლეს, უპირველეს ყოვლისა მედია გაიგებს.

"ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც კი იქნება სიახლეები, ამას უპირველეს ყოვლისა მედია გაიგებს. ბატონი ირაკლი კოვზანაძეს, მე ვთქვი კიდეც რომ მას ჰქონდა ეს გეგმა დაბრუნებოდა თავის პროფესიას და იქაც საჭიროა გარკვეული შუალედი პოლიტიკისგან დასვენება, იმისთვის, რომ სრულფასოვნად ჩაერთოს იმ პროფესიაში, რომელშიც მანამდე იყო.

რაც შეეხება სხვებს, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ფაშისტურ კამპანიაზე, რომელიც სეგრეგაციაზე და ბულინგზე იყო დამყარებული. წნეხი იყო თითოეულ დეპუტატზე, ყველანაირად მიუდგნენ და არათუ დეპუტატებს, მოძებნეს ყველა გზა, ოჯახის წევრებზე, მეუღლეებზე, მცირეწლოვან ბავშვებზე - ყველაზე აბსოლუტურად, ყველა მხრიდან მიუდგნენ ადამიანებს, რომ დაებულინგებინათ, და რა თქმა უნდა, რთული იყო ამ დროს...

უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ბულინგი ზღვარგადასული და კარგი მაგალითი და ვიზუალიზაცია ამის არის ომბუდსმენის არჩევა. თქვენ იცით, რომ არჩეულმა ომბუდსმენმა მადლობა გადაუხადა სამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს იმისთვის, რომ მათ ერთ კვირიან წნეხს გაუძლეს და საკუთარი გადაწყვეტილებით მისცეს ხმა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.

 

დღის ამბები