26 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
ტარანტინო 30-წლიან შემოქმედებით ისტორიას ასრულებს - "კინოკრიტიკოსი" ლეგენდარული რეჟისორის უკანასკნელი ფილმის სათაურია

ბოლო ფილმი 60 წლის ასაკში - ლეგენდარული კვენტინ ტარანტინო მსახიობისა და რეჟისორის გზას ასრულებს. ხელოვანი, რომელმაც 30 წლის განმავლობაში 9 ფილმი და უფრო მეტი დასამახსოვრებელი როლი განასახიერა კარიერის ფინიშის ხაზზეა. კვენტინ ტარანტინომ ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში განაცხადა, რომ 60 წლის ასაკში მეათე ფილმს გადაიღებდა და ამით თავის სარეჟისორო სკამს დატოვებდა.

"კინოკრიტიკოსი" - ტარანტინოს უკანასკნელი ფილმია, რომლის გადაღებები სექტემბერში დაიწყება. კინოკრიტიკოსებს ჯერ არგადაღებულ ფილმზე უკვე უდიდესი მოლოდინი აქვთ და არ გამორიცხავენ, რომ მესამე და სანუკვარი "ოსკარი" საუკეთესო რეჟისურისთვის ტარანტინოს სწორედ ამ კინოსურათმა მოუტანოს.

დღის ამბები