26 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა თბილისში - "კურიერის" ინფორმაციით, 64 წლის მამაკაცს უცნობი პირი აედევნა, ლიფტში შეყვა და ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა თბილისის გარეუბანში. მუხიანის მე-4 მიკრო ნაიონში, 42-ე კორპუსში - დილის 9 საათზე მეზობლებმა ლიფტში დანით დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს.

64 წლის მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ კი, კაბინას ცეცხლის წაუკიდეს, სავარაუდოდ კვალის დაფარვის მიზნით. ამიტომ გარდაცვლილს გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობების გარდა დამწვრობაც აქვს მიღებული.

მკვლელობის იარაღი ჯერ ნაპოვნი არ არის, ისევე როგორც არ არის ცნობილი მკვლელის ვინაობა.

არ არსებობენ არც დანაშაულის უშუალო თვითმხილველები.
საგამოძიებო მოქმედებები მუხიანში ამ წუთებშიც გრძელდება, პოლიცია მკვლელს სათვალთვალო კამერებზეც ეძებს.

მოკლული რამაზ ბასილაძე იმავე კორპუსის მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა. სავარაუდოდ ეს კარგად იცოდა მკვლელმა, რომელიც მას სადარბაზოში დახვდა.

დანაშაულის ადგილი მუხიანის მეოთხე მიკრო რაიონის 42-ე კორპუსი დილის საათებში გახდა. აქ 64 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ გაიმეტეს.

კურიერის ინფორმაციით მამაკაცს უცნობი პირი აედევნა, ლიფტში შეჰყვა და ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. გარდაცვლილს სხეულზე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. დამნაშავემ კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

დანაშაულს მოწმე არ ჰყავს. სამაშველო დახმარება ადგილობრივებმა სადარბაზოს დაკვამლიანების მიზეზით გამოიძახეს. სწორედ აქედან შეიტყეს რომ ლიფტში, მათი მეზობელი იყო მოკლული.

ჯერჯერობით უცნობია, როგორც დამნაშავის ვინაობა ასევე მკვლელობის მოტივი. მედიასთან ამაზე საუბარი 64 წლის მამაკაცის ოჯახის წევრებსაც უჭირთ. ისინი გამორიცხავენ, რომ რამაზ ბასილაძეს ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა.

ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სწორედ სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ უნდა თქვას რა გახდა სიკვდილის გამომწვევი მიზეზი. გამოძიება 108, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

მთელი დღის განმავლობაში, საგამოძიებო მოქმედებების არეალი რამდენჯერმე გაიზარდა. ადგილზე, სამართალდამცველებთან და კრიმინალისტებთან ერთად, კინოლოგებიც მუშაობდნენ.

საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მოკლულის ბინაშიც. გამოძიებამ უკვე ამოიღო მიმდებარე პერიმეტრზე არსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, სავარაუდოდ დამნაშავე ამ ვიდეო კადრებში უნდა ჩანდეს

დღის ამბები