თბილისში, საბურთალოს რაიონში, იყალთოს ქუჩაზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. გარდაცვლილია 70 წლამდე მამაკაცი.
როგორც ,"პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.