26 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ოდესის ოლქი დაბომბა

რუსეთმა ოდესის ოლქი დაბომბა, არიან დაჭრილები. მის შესახებ ინფორმაციას  „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა დარტყმები განახორციელა "სუ-35"-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებით.

მათვე ცნობით, რუსული რაკეტების ნაწილი უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, თუმცა, ერთი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. არიან დაჭრილები. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური.

ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა საჰაერო თავდასხმა ზღვიდან განახორციელა.

დღის ამბები