26 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს, რათა რეფორმების დღის წესრიგი წინ წაიწიოს - საქართველოს სასარგებლოდ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის იმპლემენტაცია უნდა დავაჩქაროთ - ოლივერ ვარჰეი 

საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს, რათა რეფორმების დღის წესრიგი წინ წაიწიოს. ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერზე” წერს.

“საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ჩვენი საუბრის მთავარი თემა 2022 წლის ივნისის [ევროკომისიის] მოსაზრებაში ჩამოყალიბებული 12 პრიორიტეტის შესრულების გზები იყო.

ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს, რათა რეფორმების დღის წესრიგი წინ წაიწიოს.

საქართველოს სასარგებლოდ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) იმპლემენტაცია უნდა დავაჩქაროთ”, - წერს ვარჰეი.

დღის ამბები