26 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
საქართველოსა და მოლდოვასთან, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი კონსულტაციები ჩავატარეთ და კონკრეტული მხარდაჭერა უზრუნველვყავით - ევროკავშირის ანგარიში

საქართველოსა და მოლდოვასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი დიალოგი და კონსულტაციები ჩავატარეთ და კონკრეტული მხარდაჭერა უზრუნველვყავით, ეს ძალისხმევა მომავალ თვეებში უფრო გაძლიერდება - ამის შესახებ ევროკავშირის "სტრატეგიული კომპასი უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის" განხორციელების პროგრესის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს წარუდგინა. 

"ჩავატარეთ ნაყოფიერი დიალოგი და კონსულტაციები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საქართველოსა და მოლდოვასთან და ორივე მათგანისთვის უზრუნველვყავით კონკრეტული მხარდაჭერა ევროპის სამშვიდობო ფონდისა (EPF) და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს გაზარდოს მათი მდგრადობა, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხის კვლევა. ეს ძალისხმევა მომავალ თვეებში უფრო გაძლიერდება," – აღნიშნულია ევროკავშირის ანგარიშში.


 

დღის ამბები