26 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება, 2024 წლის ოქტომბერში - ირაკლი კობახიძე

არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში, 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება - ამის შესახებ დღეს "ქართული ოცნების"თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნებზე რადიკალური ოპოზიცია საუბრობს ხოლმე. 

"მათ ძალიან კარგად იციან, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება – 2024 წლის ოქტომბერში. საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება რამდენიმე თვეში უნდა დაიწყონ. თვითდამაზიანებელი რიტორიკის ნაცვლად, მათ ვურჩევ, რომ დაკონცენტრირდნენ საპარლამენტო არჩევნებზე," – განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები