26 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
სახელმწიფოს ვალია იზრუნოს დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებებზე, ჯანმრთელობასა და განვითარებაზე - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვალია იზრუნოს დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებებზე, ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.

"ამ დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პატივს სცემს თითოეული ადამიანის უფლებას, იცხოვროს და განვითარდეს თანასწორ და ღირსეულ გარემოში. საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომ შექმნას განსაკუთრებული პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. სახელმწიფოს ვალია იზრუნოს დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებებზე, ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. მთავრობა ყოველთვის მხარს დაუჭერს, წაახალისებს და თავად ჩაუდგება სათავეში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისკენ მიმართულ ინიციატივებს", - ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები