"პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან ერთად იმუშაონ, რომ რუსეთი დაისაჯოს აგრესიისთვის, გარდაუვალად ფართოვდება და დასჯის პერსპექტივას სულს უფრო რეალურს ხდის" - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა.
ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, მხოლოდ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა საკმარისი არ არის.
"პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან ერთად იმუშაონ, რომ რუსეთი დაისაჯოს აგრესიისთვის, გარდაუვალად ფართოვდება და დასჯის პერსპექტივას სულს უფრო რეალურს ხდის. არ არის საკმარისი მხოლოდ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. საჭიროა ასევე სამართლიანი და კანონიერი სასჯელი ყველაზე თავდაპირველი დანაშაულისთვის, რომელმაც შვა ამ ომის ყველა სხვა დანაშაული. ამას უზრუნველყოფს სპეციალური ტრიბუნალი. ყოველ დღე ჩვენ მის შექმნას ვაახლოებთ. სხვათა შორის, დღეს ეს საკითხი, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ჩვენი ერთობლივი მუშაობა, განიხილებოდა ლონდონში, ევროპის იუსტიციის მინისტრების კონფერენციაზე. კონფერენციის მონაწილეებს მივმართე და მოვუწოდე მათ, მხარი დაუჭირონ საერთაშორისო ძალისხმევის ყველა ელემენტს, რომ აგრესორი ნამდვილად დაისაჯოს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.